ქეთი გიგაშვილი

ქეთი გიგაშვილი ჟურნალისტია. ქეთი ახალი ამბების კორესპონდენტად მუშაობდა. მოგვიანებით, პროფესიული

11072247_803887899676505_1163287576_nსაქმიანობა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გააგრძელა. ჯერ იყო “სტუდია GNS, შემდეგ “გრიფის გარეშე”, დღეს კი “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტია.

ქეთი ასევე დაინტერესებულია დოკუმენტური ფილმებით. მისი ფილმი სტუდენტური ფესტივალი GIPA DOCU-ს 2012 წლის გამარჯვებულია.

ქეთი თავის კურსელებთან ერთად MTC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჯიპას დამთავრების შემდეგ, ქეთის და სხვა დამფუძნებლებს უნდოდათ, რომ ინოვაციური იდეები ორგანიზაციის საშუალებით განეხორციელებინათ. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი პროექტია ონლაინ რადიო, რომელიც მსმენელს რადიო ფორმატისთვის განსხვავებულ გადაცემებს სთავაზობს.