მაია გულისაშვილი

10389281_828322713857009_7098244046126039462_nმაია გულისაშვილი MTC – მულტიმედია ტრენინგ ცენტრის წევრია 2013 წლიდან. მუშაობს
სოციალური ქსელების მენეჯერად ,,გორგიაში”. მისი მოვალეობაა სოციალური ქსელების საშუალებით კომპანიის საქმიანობას გააპიაროს. ასევე აკეთებს გადაცემებს ,,ქუჩის მუსიკოსები” და ,,დაინახე უფრო მეტი” ახალგაზრდული რადიო MTC-თვის.

2012-2013 წლებში მაია მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ფარგლებში შექმნილი სტუდენტური მედიისთვის. ამზადებდა ვიდეო სიუჟეტებს აქტუალურ თემებზე და წერდა ბლოგებს. 2008 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში კორესპონდენტად.

2011-2012 წლებში მაია იყო ტრენერი PH International-ის პროექტში. მან სოციალურ მედიაში ტრენინგები ჩაუტარა საქართველოს 11 რეგიონის დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებს. ასევე მონაწილეობას იღებდა მოსწავლეებისთვის ,,დოკუმენტური ჟურნალისტიკის” შესწავლის პროგრამაში. აქტიურად იყო ჩაბმული სამოქალაქო ჟურნალისტიკაში. მონაწილეობას იღებდა პროექტში ,,Youth Exspress”. პროექტის ფარგლებში მაია ამზადებდა ვიდეო სიუჟეტებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.

2013 წელს მაიამ მონაწილეობა მიიღო იტალიაში ჩატარებულ საერთაშორისო პროექტში, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდების, როგორც მოხალისეების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობებში.

2010 წლელს მაია გულისაშვილმა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი “სოციალრ და პოლიტიკურ მეცნიერებაში”. 2012 წელს გახდა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში.