თაკო სვანიძე

11042943_10204585399369960_6869223016546491999_nთამარ სვანიძე არის მულტიმედია ტრენინგცენტრის (MTC) გუნდის წევრი დაფუძნების დღიდან. მუშაობს ჟურნალისტად

ინგლისურენოვანი ონლაინ გამოცემისთვის agenda.ge. ასევე მუშაობს საერთაშორისო მედია ორგანიზაცია ინტერნიუსი საქართველოს პროექტებზე რომელიც ძირითად, მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებსა და რეპორტაჟებზე მუშაობას მოიცავს.
თამარისთვის პირველი, სრულგანაკვეთიანი სამსახური იყო მედიაჰოლდინგი “პალიტრა” -პროექტების განვითარების მენეჯერი. რადიო პალიტრასა და პალიტრა TV- ზე გადაცემა “დიდი ბიზნესის” პროდუსერი.
2012-2013 წლებში თამარი რადიო ჯიპას ეთერში (FM 94.3) საავტორო გადაცემა “აუდიო პოსტის” წამყვანი იყო. გადაცემა არის სოციალურ მედიაზე, მის განვითარებასა და მნიშვნელობაზე. თამარი არის რეჟისორი დოკუმენტური ფილმის, “მე მქვია ბექა”. ფილმი აუტიზმის სინდრომის მქონე 10 წლის ბექას ცხოვრებას ეხება და არის თამარის სამაგისტრო სადიპლომო ნამუშევარი.
2011-2012 წლებში თამარ სვანიძე იყო ტრენერი PH International-ის პროექტში. მან სოციალურ მედიაში ტრენინგები ჩაუტარა საქართველოს 11 რეგიონის დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებს.
2010 წლელს თამარ სვანიძემ მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი “სოციალრ და პოლიტიკურ მეცნიერებაში”.
2012 წელს გახდა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში.