სოციალური მედიის ტრენინგი გორში

MTC-მულტიმედია ტრენინგ ცენტრის ინიციატივით ქალაქ გორის სკოლის მოსწავლეებს სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში ბავშვები wordpress-თან და ზოგადად სოციალურ მედიასთან დაკავშრებულ სიახლეებს გაეცნენ. ბავშვებმა პირველი დონის ტრენინგი PH International-ის პროექტის ფარგლებში მულტიმედია ტრენინგ ცენტრის ტრენერებთან გაიარეს. ისინი უკვე წარმატებული ბლოგერები არიან და ცდილობენ, საკუთარი აზრი სოციალური მედიის გამოყენებით დააფიქსირონ. მსგავსი ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ გარშემო არსებული პრობლემები თავად გახადონ საჯარო.

ტრენერები: სანდრო ასათიანი, სოფო შავშიშვილი

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>