სოციალური მედიის ტრენინგი ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის

,,მულტიმედია ტრენინგცენტრის” ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ახალი მედიის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა მოიცავს ვიზუალიზაციას, ვიდეოს-ფოტოს გადაღებას და სოციალური ქსელების ეფექტურად მართვას. როგორ გადავიღოთ ვიდეო ტელეფონით, როგორ დავამონტაჟოთ მარტივად ონლაინ პროგრამებით, როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი სოციალური მედიისთვის, როგორ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ადამიანებამდე? ეს ის კითხვებია, რომელიც ჟურნაისტიკის სტუდენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ. ორგანიზაციის ტრენინგები სწორედ ამ თემებზეა ორიენტირებული და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

მულტიმედია ტრენინგ ცენტრი ორიენტირებულია, გააცნოს ახალგაზრდებს სოციალური მედიის შესაძლებლობები და ყველა ის სიახლე რაც მათ ახალი ამბების ეფექტურად მომზადებაში დაეხმარებათ. სოციალური მედიის განვითარება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით მომავალ ჟურნალისტებში ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>