სოციალური მედიის ტრენინგი გორში

MTC-მულტიმედია ტრენინგ ცენტრის ინიციატივით ქალაქ გორის სკოლის მოსწავლეებს სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში ბავშვები wordpress-თან და ზოგადად სოციალურ მედიასთან დაკავშრებულ სიახლეებს გაეცნენ. ბავშვებმა პირველი დონის ტრენინგი PH International-ის პროექტის ფარგლებში მულტიმედია ტრენინგ ცენტრის ტრენერებთან გაიარეს. ისინი უკვე წარმატებული ბლოგერები არიან და ცდილობენ, საკუთარი აზრი სოციალური მედიის გამოყენებით დააფიქსირონ. მსგავსი ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ გარშემო არსებული პრობლემები თავად გახადონ საჯარო.

ტრენერები: სანდრო ასათიანი, სოფო შავშიშვილი

 

სოციალური მედიის ტრენინგი ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის

,,მულტიმედია ტრენინგცენტრის” ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ახალი მედიის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა მოიცავს ვიზუალიზაციას, ვიდეოს-ფოტოს გადაღებას და სოციალური ქსელების ეფექტურად მართვას. როგორ გადავიღოთ ვიდეო ტელეფონით, როგორ დავამონტაჟოთ მარტივად ონლაინ პროგრამებით, როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი სოციალური მედიისთვის, როგორ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ადამიანებამდე? ეს ის კითხვებია, რომელიც ჟურნაისტიკის სტუდენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ. ორგანიზაციის ტრენინგები სწორედ ამ თემებზეა ორიენტირებული და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

მულტიმედია ტრენინგ ცენტრი ორიენტირებულია, გააცნოს ახალგაზრდებს სოციალური მედიის შესაძლებლობები და ყველა ის სიახლე რაც მათ ახალი ამბების ეფექტურად მომზადებაში დაეხმარებათ. სოციალური მედიის განვითარება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით მომავალ ჟურნალისტებში ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.

ქუჩის მუსიკოსები – გადაცემა 1

როგორ იქმნება მუსიკა თბილისის ქუჩებში,ვინ არიან ახალგაზრდები რომლებიც ქუჩის მუსიკის სტილს ამკვიდრებენ და როგორ მუსიკას უკრავენ ისინი – მაია გულისაშვილი გაგაცნობთ დედაქალაქის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელის ახალგაზრდა მუსიკოსებს.

ქუჩის მუსკა, გადაცემის ინტრო

პარასკევს 10 საათზე!
მაია გულისაშვილთან ერთად მოიარეთ ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელები, გაიცანით ქუჩის მუსიკოსები და მოუსმინეთ ისტორიებს მათ შესახებ!

თამაში ჭვავის ყანაში

თამაში ჭვავის ყანაში

ჩვენი რადიოს ეთერში დაიწყო ძალიან საინტერესო და სახალისო გადაცემა იმ წიგნებისა და ავტორების შესახებ რომლებიც ახალგაზრდებისთვის აქტუალურია. პირველი გადაცემა წარმოგიდგენთ ჯერომ სელინჯერს თავისი ცნობილი რომანით ‘თამაში ჭვავის ყანაში’

Music podcasts – Audio Hosting – დაინახე უფ…

გახდი სანტა მოხუცებისთვის

ეს ადამიანები მოხუცთა თავშესაფარში უკვე წლებია ცხოვრობენ. ახალი წელი მათაც ბავშვებივით უხარიათ და სანტას არსებობისაც გულწრფელად სჯერათ.

ის, რაც საახალწლოდ აკლიათ ოჯახის სითბო და კეთილი ადამიანების ყურადღებაა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მღერიან და წინა საახალწლოდ ღონისძიებასაც ამზადებენ, თუმცა სიმღერებიც სიმბოლური აქვთ შერჩეული და ძირითადად “სიბერეს” და განვლილ წლებს უმღერიან.