არმაზის ბილინგვა

ციფრული გამოცემა EpiDoc სტანდარტის მიხედვით

არმაზის ბილინგვა


აღწერა:

ბაზალტის ქვის სტელა, მომრგვალებული ზედა ნაწილით.


აღმოჩენილია:

არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს


დათარიღება:

II საუკუნის მე-2 ნახევარი


ბიბლიოგრაფია:

გიორგი წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, XIII, 1942, გვ. 34-42.


თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, კლასიკური ფილოლოგიის,ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, 2009, გვ. 255-256.



Σηραπειτίς Ζηουάχου
τοῦ νεωτέρου πιτιάξου
θυγάτηρ Πουπλικίου Ἀγρίππα πιτιάξου
υἱοῦ ᾿Ιωδμανγάνου γυνή
τοῦ πολλάς νείκας ποιήσαντος
ἐπιτρόπου βασιλέως ᾿Ιβήρων
μεγάλου Ξηφαρνούγου Ἀπέθανε
νεωτέρα ἐτῶν Κα
ἥτις τό κάλλος ἀμείμητον
εἷχε
אנה סערפיט ברתי זי
זיוח קליל בטחש זי פרסמן
מלך אנתת זי יודמנגן ונציח
וכביר ארוסת עבידא רב
תרבץ זי חסיפרנוג מלך ברי
זי אגריף רבתרבץ זי
פרסמן מלך חבלחבליך מא
זי פרנוש לא גמיר והכין
טב ושפיר יהוה היך זי בר
אינש לא דמע יהוה מן
טבות ומאיתין בשנת כא

ბერძნული წარწერის თარგმანი:

სერაფიტი, ასული ზევახ მცირე პიტიახშისა, მეუღლე პუპლიკიოს აგრიპა პიტხიაშის ძის იოდმანგანისა, ივერთა დიდი მეფის, ქსეფარნუგის, მრავალთა გამარჯებათა მომპოვებელი ეპიტროპისა. გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა



არამეული წარწერის თარგმანი:


მე (ვარ) სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოჲს მოძღურისა ხსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიფა ეზოჲს მოძღურისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის რაც [ის ვინც] იყო ... არა დასრულებული [ე.ი. ახალგაზრდა?] და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო [მისი] მსგავსი სილამაზით. და გარდაიცვალა 21 წლისა


 

ფოტოპირები:

28 მაისი, 2014 | საქართველოს ეროვნული მუზეუმი