IN MY WORLD BOOKS WILL BE NOTHING BUT PICTURES

BEAT-ი არის პირველი ქართული pdf ჟურნალი, რომელიც ორიენტირებულია ახლგაზრდა მხატვრების, ფოტოგრაფების, ილუსტრატორების და სხვათა შემოქმედებაზე. ეს არის ვირტუალური სივრცე ახალგაზრდა ხელოვანთათვის, რათა გაერთიანდნენ ერთი თემის გარშემო და ყოველთვიურად წარმოაჩინონ თავიანთი პროექტები.

BEAT-ის ყველა ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. პროექტი უნდა იყოს დასათაურებული და შედგებოდეს 5-დან 10-მდე იმიჯისაგან (ფოტო, ნახატი, ილუსტრაცია, პოსტერი და ა.შ.). იმიჯები საწყის ეტაპზე უნდა იყოს დაახლოებით 1 MB მოცულობის.

პროექტები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: beatmagazine.net@gmail.com
დედლაინი: 31/05/2011.

ჟურნალი არ იძლევა გარანტიას გამოაქვეყნოს ყველა გამოგზავნილი პროექტი.

მომდევნო BEAT არის DANCE Beat

პატივისცემით ჟურნალი Beat

Created by: www.sandroasatiani.com