რეკლამა

BEAT-ი არის პირველი ქართული pdf ჟურნალი, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანებს აერთიანებს. მათ, ვინც მუდამ სიახლის ძიებაშია და სურთ თავიანთი შემოქმედებით ახალი სიტყვა თქვან.

რეკლამა დღეს ყველგან ჩვენს გარშემოა: სახლში, ტელეფონში, სამზარეულოს მაგიდაზე, ტელევიზორში, მაცივარში, ავტობუსში, კაფეში, კინოში, ქუჩაში, ჟურნალში... ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვერც ვხვდებით, რომ ამა თუ იმ რეკლამის მატარებლები ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ირგვლივ იმდენი რეკლამაა, რომ ე.წ. “სარეკლამო ხმაურში” ადამიანებმა დაკარგეს სხვადასხვა სარეკლამო პროდუქტის აღქმის და მათზე რეაგირების უნარი. ეს არის მიზეზი, რის გამოც
უცხოური სარეკლამო სააგენტოები დღესდღეობით ცდილობენ ისეთი მექანიზმები გამოიგონონ, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ სარეკლამო პროდუქტს.

BEAT-ი შეეცდება “სარეკლამო ხმაურში”, რომელიც ყოველ წუთს ჩვენს გარშემოა, ნოვატორი იყოს ამ კუთხითაც და რეკლამის ახალი ფორმები შემოგთავაზოთ. რეკლამა BEAT-ში არტ პროექტის ნაწილად ტრანსფორმირდება ან არტის შემადგენელი ნაწილი ხდება. ეს არის ის ახალი ფორმა, რომლის გამოყენებითაც BEAT-ს აქვს სურვილი პოპულარიზაცია გაუკეთოს ახალგაზრდა ხელოვანებს და მოიპოვოს სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ ოცნებები რეალობად აქციონ.

ჩვენ გვჭირდება თქვენი რეკლამა ჩვენ ჟურნალში, რაც საშულებას მოგვცემს განვახორციელოთ ჩვენი იდეები. თქვენ გჭირდებათ რეკლამა BEAT-ში იმიტომ, რომ ეს იქნება ყველაზე ხმამაღალი და დიდი დარტყმა გლობალურ “სარეკლამო ხმაურში”.

Created by: www.sandroasatiani.com